საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა კონფერენცია "განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა სოციალური ინკლუზიით".
კონფერენციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძემ სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
აღნიშნული კონფერენცია, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ერთგვარი შემაჯამებელი ღონისძიება იყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 18 პროექტის შედეგებს. მათ ასევე დაათვალიერეს სკოლებში ორგანიზებული ხელგარჯილობის კლუბებში მომზადებული ბოშური და მესხური თემატიკით დატვირთული ხელნაკეთი ნივთები, მოისმინეს ქვეპროგრამის ბენეფიციარებისა და მოხალისეების თანამშრომლობით მომზადებული საპრეზენტაციო თემები საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის თვითმყოფადობის შესახებ. აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს ბოშა და მესხ მოზარდებში ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, მათში სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებას, ასევე, ქვეპროგრამის მოხალისეებში ტოლერანტული განწყობების ზრდასა და თვითშეგნების ამაღლებას მოქალაქედ ფორმირებისთვის.