განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სასტუმრო რუმსში, „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ პროგრამის 2018-2019 წლების შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტური შემოქმედებითი ბიზნეს იდეების წარდგენა გაიმართა. სტუდენტურმა გუნდებმა წარმოადგინეს საგრანტო პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტები. პიჩინგზე, სახალხო ხმის მიცემის პრინციპით, გამოვლინდა ორი გამარჯვებული გუნდი, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ღონისძიების მიზანი იყო შემოქმედებითი ნაპერწკლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივებისა და მიღწევების საზოგადოებისთვის გაცნობა; სტუდენტებს, აკადემიურ, არასამთავრობო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგის გაღვივება, შემოქმედებითი მეწარმეობის სექტორში ჩართულ და სექტორით დაინტერესებულ ადამიანებს შორის კავშირების ჩამოყალიბების, ინფორმაციის გავრცელებისა და გაზიარების ხელშეწყობა.
პროექტი სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები არიან: ბრიტანეთის საბჭოს ოფისი საქართველოში, სტარტაპ გრაინდი და საერთო სამუშაო სივრცე - ტერმინალი.