განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა მონაწილეობა მიიღო შეხვედრაში, სადაც ვარძია -ხერთვისი-ოლოდას კულტურული ლანდშაფტის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში სამომავლო ნომინირების შესაძლებლობების საკითხი განიხილეს. სამუშაო შეხვედრას პროექტის საერთაშორისო ექსპერტი ლუიზა დე მარკო უძღვებოდა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დამცავი ზონების განსაზღვრის მიზნით შემუშავებული წინადადება. დარგობრივი სამინისტროების, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნელები შემუშავებულ სამოქმედო გეგმას გაეცნენ, საერთაშორისო ექსპერტმა ლუიზა დე მარკომ კი Road Map წარმოადგინა, რაც სამომავლოდ იმ ქმედითი ინსტრუმენტის დატვირთვას შეიძენს, რომელსაც ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის დაცვისა და მართვის მექანიზემბი დაექვემდებარება.
სახელმწიფო უწყებათა საკოორდინაციო შეხვედრა USAID -ის ზრდა პროგრამასთან თანამშრომლობით გაიმართა. შეხვედრას სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლები, დარგობრივი უწყებების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებების ხელმძღვანელები ესწრებოდენ.