განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi” შემოქმედებითი ევროპის „საქართველოს დესკის“ 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
ევროკავშირის პროგრამა „შემოქმედებითი ევროპა“ 2014-2020 წლებზე გათვლილი ევროპული კულტურის, შემოქმედებითი და აუდიოვიზუალური სექტორების მხარდამჭერი პროგრამაა, რომელიც მათ პოპულარიზაციას, ინტერნაციონალიზაციასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას ისახავს მიზნად. პროგრამა კულტურისა და აუდიოვიზუალური სექტორების ინსტიტუციურ განვითარებასა და სექტორების წარმომადგენლების პროფესიონალურ სრულყოფას უწყობს ხელს.
საქართველო პროგრამაში „შემოქმედებითი ევროპა“ 2015 წლიდან არის ჩართული. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით 27 წარმატებული პროექტი ხორციელდება.