ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მსახიობ ნათელა მაჭავარიანის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მსახიობის მეგობრებმა და კოლეგებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში, ნათელა მაჭავარიანს, როგორც ქართული თეატრის ღვაწლმოსილ წარმომადგენელს ამაგდარის წოდება მიენიჭა.
შემოქმედებითი საღამოს დასრულების შემდეგ, მოზარდმაყურებელთა თეატრის წინ ნათელა მაჭავარიანის ვარსკვლავიც გაიხსნა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდა, რომელმაც ნათელა მაჭავარიანს 80 წლის იუბილე და ვარსკვლავის გახსნა პირადად მიულოცა.