საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს დამსახურებული არტისტის, რუსთაველის თეატრის მსახიობის ივანე (ვანო) გოგიტიძის გარდაცვალების გამო.
ივანე გოგიტიძე თითქმის ორმოცდაათი წელი რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო და სცენაზე არაერთი სახასიათო როლი შექმნა, მათ შორის: კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი (დაკრძალვა კალიფორნიაში “), ამერიკელი ჯარისკაცი („ას ერგასის დღე“), რაშიდა („მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი („მეფე ლირი“), დევინსონი („მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტე მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვა.