საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთს უმასპინძლა. შეხვედრა 24:24 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ქართველ ხელბურთელებს მიხეილ ჩხენკელი შეხვდა და მომდევნო შეხვედრაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ცხოვრებაძე დააჯილდოვა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის განმეორებითი მატჩი 19 იანვარს ფინეთში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდში ითამაშებს.