საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი სამუშაო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, პროფესიული განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე მინისტრის მოადგილემ, პროფესიული პროგრამების განმახორციელებელი უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებთან ისაუბრა.
თამარ ქიტიაშვილმა „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალ კანონზე დაყრდნობით, ვრცლად ისაუბრა თითოეულ ინიციატივასა და იმ სამომავლო გეგმებზე, რაც პროფესიული განათლების განვითარებაზეა ორიენტირებული და პროფესიული პროგრამების დახვეწას, ახალი სტანდარტების დანერგვას, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, კერძო სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და სისტემის ინტერნაციონალიზაციას გულისხმობს.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეფორმის განხორციელების თავიანთი ხედვა წარმოედგინათ და პასუხები მოესმინათ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.