გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, უთანასწორობის დაძლევისა და მდგრადი განვითარების პოლიტიკის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე პანელური დისკუსია გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ის ტექნიკური ანალიზი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) შეიმუშავა და მდგრადი განვითარების მიღწევის გზაგზე საქართველოს წინსვლას ასახავს.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო. მან თავის გამოსვლაში იმ აქტივობებზე ისაუბრა, რაც განათლების ხელშეწყობის, თანასწორობისა და მთელი სიცოცხლის მანძილზე განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად განხორციელდა. მისი თქმით, მიუხედავად გარკვეული წარმატებისა არსებობს გამოწვევები, რომელთა დაძლევის მიზნით, სამინისტრო გეგმაზომიერად მუშაობს.