საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კასპის, გორისა და ახალციხის პროფესიულ კოლეჯებს ეწვია.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის ფარგლებში, კოლეჯ „მერმისს‘‘ ესტუმრა, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო და საგანმანათლებლო სივრცეები დაათვალიერა.