საქართველოს პროფესიულ კოლეჯებში
წარმატებით მიმდინარეობს დუალური განათლების -
პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების დანერგვა. ამ თემას მიეძღვნა სემინარი „დუალური პროფესიული განათლება საქართველოში -
განვითარების უახლოესი ტენდენციები და პერსპექტივები“.
,,პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მრავალმხრივი ანალიზის, პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის, საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის (საქართველო 2020), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების, ადგილობრივი კონტექსტისა და პროფესიული განათლების სფეროში საუკეთესო ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მოამზადა ,,პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონის პროექტი.
პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების უფლების რეალიზაციასა და ყველა ასაკში სასურველი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობაზე, სამმხრივი კომისიის შეხვედრაზე იმსჯელეს, რაც ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, მთავრობის ცენტრალურ ამოცანას წარმოადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ალავერდის მიტროპოლიტი დავითის მიწვევით, იყალთოს “ქვევრის სკოლა-სახელოსნო” და იყალთოს აკადემია მოინახულა.