განათლებისა და ეკონომიკის საკითხებზე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა მიიღო.
სამშენებლო და ტურიზმის მიმართულებით კოლეჯ „ახალი ტალღისა“ და „ბლექსის“ დუალური პროფესიული პროგრამების კურსდამთავრებულებისა და მათი დამსაქმებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. კურსდამთავრებულებს სიტყვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა დისტანციურად მიმართა და სასწავლო პროცესის წარმატებით დასრულება მიულოცა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახალ წარმომადგენელს ნიკ ბერესფორდს უმასპინძლა და მასთან პროფესიული განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.
საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარეთაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.