საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართული საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ რიგით მე-9 კონფერენცია გახსნა, რომლის მთავარი თემაა „ჯანმრთელობა, როგორც გლობალური გამოწვევა“ (Health, as a Global Challenge). მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა „STARMUS“-ის საერთაშორისო სამეცნიერო ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფს უმასპინძლა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი ხელმძღვანელობს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საორგანიზაციო ჯგუფის წევრები ასტროფიზიკოსი, „STARMUS“ ფესტივალის თანადამფუძნებელი გარიკ ისრაელიანი და ფესტივალის მენეჯერი კატერინა დანეკინა.
საქართველოს სამეცნიერო სივრცის ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციისა და ევროპის ღია მეცნიერების ღრუბლის (EOSC) განვითარების ეროვნულ სტრატეგიასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა Horizon Europe-ის ეროვნული ოფისისა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის წარმომადგენლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშემწყობი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო კონკურსი გამოაცხადა, რომელიც ქართული და აფხაზური ენების ფუნქციონირებას, სახელმწიფო ენის დაცვასა და კვლევას შეუწყობს ხელს.