ქიმიის აკადემიური დოქტორი ნათია შენგელია 2021 წელს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. ახალგაზრდა მეცნიერის პროექტი ეძღვნება ნარჩენი (მეორადი) პოლიეთილენისა და საქართველოში გავრცელებული მინერალების საფუძველზე ახალი პოლიმერული კომპოზიტების მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების დაფუძნების პროცესი.
საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დაარსებიდან 90 წელი შესრულდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა აბასთუმანში გამართულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და ობსერვატორიის იუბილე თანამშრომლებსა და მეცნიერებს პირადად მიულოცა.
ფილოლოგიის დოქტორი ხათუნა გაფრინდაშვილი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის მოწვეული ლექტორია. ახალგაზრდა მეცნიერი 2008 წლიდან იკვლევს ქართულ-სომხურ ლიტერატურულ და ისტორიულ ურთიერთობებს, საქართველოსა და სომხეთის ისტორიის წყაროთმცოდნეობით საკითხებს, ქართულ და სომხურ ხელნაწერთა კოდიკოლოგია-ტექსტოლოგიისა და პალეოგრაფიის საკითხებს.