საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN-შვეიცარია) მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა კონფერენცია "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2017 წლის საქმიანობის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები" გამართა.
„ჰორიზონტი 2020“-ის პოლიტიკის მხარდამჭერი მექანიზმის ფარგლებში, განთლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ, კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით მოღვაწე მაღალი რანგის ევროპელ ექსპერტებთან შეხვედრა გამართა.