აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება; თანამშრომლობა ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის; აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა - ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რასაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს და როლის თაობაზეც დღეს, სამუშაო შეხვედრა ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან გაიმართა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში, 23-24 თებერვალს საერთაშორისო სამეთვალყურეო საბჭოს რიგით IV სხდომა იმართება. სხდომა საბჭოს წევრმა, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.
ჰორიზონტი 2020-ის
საინფორმაციო დღეების ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამის
- ჰორიზონტი 2020-ის საინფორმაციო დღე უსაფრთხო,
სუფთა და ეფექტური ენერგიის მიმართულებით გაიმართა.