ქვეპროგრამის მიზანი - სასკოლო ინიციატივების დაფინანსების გზით მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის და სასკოლო გარემოს განვითარების ხელშეწყობა.
ბენეფიციარები - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები და პედაგოგები.
ქვეპროგრამის ფარგლებში სამინისტროში შექმნილი კომისია განიხილავს წინასწარ განსაზღვრული პირობების შესაბამისად წარმოდგენილ პროექტებს და მიიღებს გადაწყვეტილებას მათი დაფინანსების შესახებ.
სამინისტროში ინიციატივების წარმოდგენის პირობები და ვადები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით და განთავსებულია სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე (სიახლეები/კონკურსები ბლოკში).
უპირატესობა მიენიჭება სკოლების მიერ წარმოდგენილ მცირებიუჯეტიან პროექტებს, რომლებიც ორიენტირებული იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაზე და შესაბამისობაში იქნება შემდეგ პრიორიტეტებთან:
საერთაშორისო საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობა
მოსწავლეების/სკოლების ინიციატივების წახალისება
საგანმანათლებლო და პროფესიული ორიენტაციის ექსკურსიების ორგანიზების ხელშეწყობა (საზღვრისპირა, მაღალმთიანი რაიონების, მცირეკონტინგენტიანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისთვის);
ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა
მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა