სომხეთის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს საერთაშორისო გაცვლით სასტიპენდიო პროგრამას, რომლის საფუძველია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა (შემდგომ - სამინისტრო) და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ 2023 წლის მემორანდუმი.
საქართველოს ყველა მოქალაქეს ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და/ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელს, აქვს თანაბარი უფლება ისარგებლოს სასტიპენდიო პროგრამით, ამავე პროგრამით დადგენილი პირობების შესაბამისად, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, პოლიტიკურ ან სხვა შეხედულებისა, ეროვნული ან სოციალური წარმოშობისა, ქონებრივი მდგომარეობისა, დაბადების ადგილისა ან სხვა ნიშნისა.
პროგრამის მიხედვით სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისათვის ყველა მიმართულებით წლიურად გაიცემა 10 სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში სომხეთის მხარე გამარჯვებულ კანდიდატებს უზრუნველყოფს:
კონკურსანტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოს სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სააპლიკაციო ფორმები. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია სპეცლიაური ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის მეშვეობით (https://studyabroad.mes.gov.ge). ელექტრონულ სისტემაში განაცხადის წარმოდგენით სტუდენტი გამოხატავს თანხმობას, რომ სამინისტრომ პროგრამის მიზნებისათვის, საჭიროებისამებრ დაამუშაოს მისი (მონაცემთა სუბიექტის) პერსონალური მონაცემები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის შერჩეული კანდიდარების მონაცემებს გადასცემს სომხეთის მხარეს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
შენიშვნა: სამინისტროს მიერ შერჩეული და ნომინირებული კანდიდატის ჩარიცხვის საფუძველია შესაბამისი სომხური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თანხმობა. კანდიდატი ვალდებულია დაადასტუროს სასწავლო პროგრამის სწავლების ენის - ინგლისური ან რუსული ენის - სათანადო ცოდნა. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე/ჩარიცვამდე, კანდიდატს შესაძლოა ჩაუტარდეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებული შიდა გამოცდა ან გასაუბრება.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
სააპლიკაციო ფორმები იხილეთ დანართში.
სასწავლო პროგრამებისა და სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://fs.emis.am/institution
შენიშვნა: პროგრამის ფარგლებში კანდიდატებს შეუძლიათ განაცხადის გაკეთება სომხეთის ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გარდა:
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 30 ივლისის ჩათვლით.