დაიბადა 1995 წლის 19 დეკემბერს.
განათლება
2017-2019 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
2016-2017 – ტარტუს უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საბაკალავრო
გაცვლითი პროგრამის სტიპენდიანტი;
2013-2017 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტი, სამართლის ბაკალავრი საერთაშორისო სამართლის
სპეციალობით.
აკადემიური საქმიანობა
2020/06 - დღემდე – ევროპის საბჭოს მიერ სერტიფიცირებული ტუტორი, ადამიანის
უფლებათა სწავლება იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებისთვის (HELP);
2015 - დღემდე – ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, საერთაშორისო თანამშრომლობის
სასწავლო და კვლევითი ცენტრის, იუსტიციის უმაღლესი სკოლის, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთი სამეცნიერო კონფერენციის
ორგანიზატორ-მომხსენებელი.
სამუშაო გამოცდილება
2024/11 - დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
მინისტრის მოადგილე;
2023/12 - დღემდე – მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის (CEPEJ)
ექსპერტი მართლმსაჯულების ხარისხის მიმართულებით;
2020/06 - 2024/11 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ბიუროს უფროსი;
2021/09 - 2022/05 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, ანალიტიკური სამსახურის
უფროსი;
2020/01 - 2020/06 – თბილისის სააპელაციო სასამართლო, კონსულტანტი საერთაშორისო
სტანდარტების და სასამართლო პრაქტიკის განზოგადების დარგში;
2018/03 - 2020/01 – სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლა, ანალიტიკური და საერთაშორისო
ურთიერთობის სექტორის მთავარი კონსულტანტი;
2017 – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი
დეპარტამენტის პრაქტიკანტი;
პროექტები / ტრენინგები / ნაშრომები
2020/05 - 2023/09 – ადგილობრივი ექსპერტი, მსოფლიო ბანკის ჯგუფის პროექტი „Women,
Business and the Law“;
2018-2019 - სამოსამართლო სწავლების ევროპული ქსელის, საერთაშორისო სამართლის
სტუდენტთა ასოციაციის და გროციუსის საერთაშორისო სამართლებრივი კვლევის
ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების მონაწილე და გამარჯვებული;
2018/10 – 2019/04 - რეზიდენტი მრჩევლის კოლეგა პროექტში „სამოსამართლო სწავლების
ხელშეწყობა ტვინინგის პროექტის მეშვეობით“;
2015- დღემდე - ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის,
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და იუსტიციის უმაღლესი სკოლის
მიერ ორგანიზებული არაერთი ტრენინგის მონაწილე;
2015 - დღემდე - არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.