საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში გაეცნო. ეკატერინე დგებუაძემ პედაგოგებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ თითოეული მათგანი გამოცდას წარმატებით დაძლევს, რაც მათ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება
მაკო თეთრაული სპეციალურ მასწავლებლად იმ დროიდან მუშაობს, რაც სკოლებში ინკლუზიური განათლება ფეხს იდგამდა, იმ პერიოდიდან, როდესაც საზოგადოებაში ინკლუზიური განათლების შესახებ სრული ვაკუუმი იყო და ამ სიცარიელის შევსებაში მთავარი როლი სპეციალურ მასწავლებლებს ეკისრებოდათ.
განსაკუთრებული მიღწევებისთვის USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში თბილისის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის 17 მასწავლებელი დაჯილდოვდა. ღონისძიებას აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, USAD/საქართველოს მისიის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის, საგნის – „თავდაცვა და უსაფრთხოება“ საპილოტე პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა.