საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე წულაძემ ალი ქაან ორბაის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც დასკვნით ფაზაშია და მისი ხელმოწერა მომავალ წელს იგეგმება.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, თურქეთსა და საქართველოს შორის ახალგაზრდობის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით ორი ქვეყნის შესაბამის სამინისტროებს შორის მიმდინარე წარმატებული თანამშრომლობა.
თურქეთის ელჩმა თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა მინისტრს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვა.