უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფისა და კოვიდინფექციის გავრცელების პრევენციისა მიზნით, საჯარო და კერძო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა ტესტირება აქტიურად გრძელდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ბახვის ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა მოინახულა, ჩატარებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა.