ქვეყნის მასშტაბით კოვიდ-ინფიცირების მატებასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში მონიტორინგს აძლიერებს. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჰიგიენური წესების ზედმიწევნით დაცვასთან დაკავშირებით კონტროლი უფრო მეტად გამკაცრდება.
საქართველოს 7 საჯარო სკოლა ევროპის საბჭოს დემოკრატიული სკოლების საერთაშორისო ქსელს შეუერთდა, რაც საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სკოლების მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმისა და ქობულეთის საჯარო სკოლებს ეწვია და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად პირადად შეაფასა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გატარებული ღონისძიებები.