განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება მოზარდზე ძალადობისა და მოსწავლის პერსონალური
ინფორმაციის გასაჯაროებასთან დაკავშირებით სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ
ინფორმაციას და გმობს სკოლაში მომხდარი ნებისმიერი სახის ძალადობას.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კამპანიის #აჩუქეწიგნის ფარგლებში, ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება, საჩუქრად წიგნები გადასცა.
პირველკლასელთა და მათი მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, 2021-2022 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციის I და II ეტაპის ვადებში ცვლილება შევიდა.
„პროფესია, რომელსაც ვემსახურები, ძალიან მიყვარს. ჩემი მოსწავლის პატარა წარმატებაც კი უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს. ვამაყობ, როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლეს დღეს ის გამოუვიდა, რაც გუშინ ვერ შეძლო.