განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე, თბილისის და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
საგაზაფხულო არდადეგების შემდეგ, 15 მარტს, საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი უსაფრთხო გარემოში განახლდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო დაწესებულებებში მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
12 მარტიდან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა მშობლების ინფორმირების მიზნით, ახალი პროექტი შექმნა, რომლის ფარგლებშიც „მშობლის სკივრის“ პორტალზე პირდაპირი ჩართვების სერია დაიწყება.
თეონა არახამია: „როდესაც მოსწავლესთან შედეგს ვაღწევ, მაშინ ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ. ეს შედეგი ღირდა გადალახულ სირთულეებად.“