საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ზოგადი განათლების I-XII კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე I-XII კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდის ჩატარებისა და ექსტერნად რეგისტრაციის ვადები დაადგინა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
,,დმანისობის‘‘ სახალხო დღესასწაულის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი მასწავლებლები დააჯილდოვა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა ქალაქ დუშეთში ღვაწლმოსილ და დამსახურებულ პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცა და ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.