საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოვა.
როგორც, თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, საქართველოს განათლების სისტემა აქტიურად განაგრძობს იმ პოლიტიკის განხორციელებას, რომელიც მიზნად ისახავს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენასა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.
აღნიშნული ღონისძიების მიზანი მოსწავლე-ახალგაზრდებში სწავლის მოტივაციის ამაღლება, მათი წახალისება და რეგიონში განათლების განვითარების ხელშეწყობაა.
