12.06.2020
13 ივნისიდან, ყოველ შაბათ-კვირას „ტელესკოლა” მოსწავლეებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით, ხუთი კვირის განმავლობაში, „ტელესკოლაში“ ბიბისის ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა „ყურმოკრული ამბები“ (Word on the Street) გავა.