საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, სისტემაში ახლადშესულ პედაგოგებთან იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელიც მცირეკონტინგენტიან და სოფლის სკოლებში ათწლეულებია არსებობს.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომელიც სისტემაში ახლადშესულ პედაგოგებს შეხვდა, რეფორმის ფარგლებში მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლებაზე, პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციისა და მასწავლებლის დაფასების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების პირველი შედეგებზე ისაუბრა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა იმ პედაგოგებს უმასპინძლა, რომლებმაც წელს პირველად დაიწყეს მასწავლებლის პროფესიით სკოლებში მუშაობა. მიხეილ ბატიაშვილმა წარმატება უსურვა მათ პედაგოგიურ საქმიანობაში და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მასწავლებლის როლს მომავალი თაობის აღზრდაში.
მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით, 2019 წლის 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება, ხოლო გაცდენილი სასწავლო დღეები სკოლების მიერ შერჩეული გრაფიკით, კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება. ამასთანავე, სკოლებში, სადაც სწავლა ორ სხვადასხვა კორპუსში მიმდინარეობს, დაწყებითი საფეხურის ჯგუფებისთვის სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართება.