დასრულდა მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა ფიზიკაში (IPhO), რომელიც პორტუგალიაში, ქალაქ ლისაბონში, მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას 80 ქვეყნის 400 მოსწავლე იღებდა, მათ შორის, საქართველოდან მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრები.
საქართველოს მოსწავლეთა ეროვნულმა ნაკრებმა სამი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო დიპლომი მოიპოვა ქიმიის 50-ე საიუბილეო საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IChO-2018), რომელიც წელს ბრატისლავასა(სლოვაკეთი) და პრაღაში (ჩეხეთი) ჩატარდა. ოლიმპიადაში 82 ქვეყნის 300-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“ დასვენების პარალელურად ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა.