დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის ფარგლებში ინკლუზიურ განათლებაში განვითარების მიზნით შევიდა მნიშვნელოვანი ცვლილებები:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ანაკლიაში “მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც წელს, 3 000 მოსწავლე დაისვენებს. სულ ზაფხულის განმავლობაში, 6 ახალგაზრდული ბანაკი იქნება:
საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა გუნდებმა, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე წარსადგენად, წრთვნები დაიწყეს. საქართველო 2018 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებზე მოსწავლეთა ნაკრებ გუნდებს ხუთ დისციპლინაში (მათემატიკა IMO, ფიზიკა IPHO, ინფორმატიკა IOI, ბიოლოგია IBO და ქიმია IChO) წარადგენს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდება და ზოგადი განათლების სასწავლო პროგრამაში ისეთი საკითხების ინტეგრირება, როგორიცაა ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები, მნიშვნელოვანი წარმატებაა ეროვნული ახალგაზრდული პოლიტიკის რეალური განხორციელებისათვის.