დღეს აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეა. 2010 წლიდან 2 აპრილი საქართველოშიც აღინიშნება. ამ დღისთვის, თბილსის 72-ე საჯარო სკოლის აუტისტური სპექტრის მქონე მოსწავლეებმა თავიანთ თანატოლებთან ერთად სპეციალური პროგრამა მოამზადეს, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური დაესწრო.
ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდამჭერი პროექტის ფარგლებში, დაბა ბაკურიანში სამთო-სათხილამურო სპორტული ბანაკი ამოქმედდა.
ბანაკი მიზნად ისახავს სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციას მოსწავლეებში და მისი ბენეფიციარები არიან საქართველოს სკოლების 11-14 წლის მოსწავლეები. ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და მოიცავს სპორტულ, საგანმანათლებლო, შემეცნებით და კულტურულ აქტივობებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ფინეთის განათლების მინისტრს სანი გრან ლაზონენს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორივე ქვეყნის სასკოლო განათლებაში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებს. მიხეილ ჩხენკელმა სასკოლო განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე ვრცლად ისაუბრა და ფინელ კოლეგას პროცესში ჩართვა შესთავაზა.