განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ლაილა გადის შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების საკონსულტაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის მიზანია ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის განხილვა, სისტემაში არსებული გამოწვევების ანალიზი და სამომავლო საქმიანობაზე ერთობლივი შეთანხმება. საკონსულტაციო ჯგუფის წევრები არიან სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აგრძელებს შეხვედრების ციკლს „მოვუსმინოთ მოსწავლეებს”. ამჯერად მინისტრი კასპის პირველი და მესამე საჯარო სკოლების უფროსკლასელებს შეხვდა.