ეროვნული სასწავლო გეგმის გადამუშავების შესაბამისად, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლებისთვის საბაზო საფეხურის საათობრივ ბადეში ცვლილებები განხორციელდა, კერძოდ: დაემატა ახალი საგანი, გაჩნდა არჩევითი საგნების ბლოკი, გაძლიერდა სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის სწავლება, შეიცვალა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნების სწავლების ფორმატი მეშვიდე კლასში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველომ ,,საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან (GASW)“ თანამშრომლობით და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაციის (PIN) მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი - ,,სკოლაში ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის სისტემის ხელშეწყობა“, რომლის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.