საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დაიწყო პროექტების/განაცხადების მიღება "წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის" "საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის" ფარგლებში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო „წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის“ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების ქვეპროგრამის“ ფარგლებში აცხადებს კონკურსს ეროვნულ დონეზე ინფორმატიკის ოლიმპიადის განმხორციელებლი ორგანიზაციის შესარჩევად.
ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლაში სწავლის დაფინანსების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წლისთვის სასტიპენდიო პროგრამა გამოცხადდა. სტიპენდია მოიცავს საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB Diploma Programme) ორწლიანი პროგრამისა და განთავსების ხარჯების დაფინანსებას. ხელმისაწვდომია ოცდაათამდე სტიპენდია აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი წევრი ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართელო, სომხეთი, უკრაინა) წარმომადგენელი 16-17 წლის ახალგაზრდებისათვის.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლების I-VI კლასებისათვის ახალი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოების შერჩევის, ანუ გირიფირების პროცესს ახორციელებს. პროცესში საგნობრივ სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ფილოლოგები, საბავშვო ფსიქოლოგები, განვითარების სპეციალისტები და კონსტიტუციონალისტებიც კი.