ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული ახალციხის N1 და ვალეს N1 საჯარო სკოლები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს.
ტაილანდის კუნძულ ფჰუკეტზე გამართულ ასტრონომიისა და ასტროფიზიკის მე-11 საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა მოსწავლეებმა საპატიო სიგელი მოიპოვეს. მსგავს ოლიმპიადაში მონაწლეობა საქართველოს ნაკრები გუნდისთვის პირველი წარმატებაა.
,,სოციალური ინკლუზიის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მიზანი იყო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოზარდებისთვის კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მიზნით განხორციელებული პროექტების შედეგების გაცნობა და საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.