შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე, საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელთა მონაწილეობით, დიალოგი გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო სხვადასხვა უწყების წარმომადგენელთა ჩართულობით იმ ხარვეზების გამოვლენა, რაც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს ისარგებლონ სოციალური მომსახურებებით.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ბავშვთა ფსიქოლოგებთან და განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
ქალაქ ხაშურის პირველი საჯარო სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო კორპუსი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა აღჭურვილია საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. აღსანიშნავია, რომ ხაშურის პირველ სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს და იგი ამ მხრივ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია. გასულ წელს სკოლას 100 წელი შეუსრულდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, პროფესიული და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარების პროგრამას ახორციელებს, რომლის საფუძველზეც, მოსწავლეებს საშუალება აქვთ მოსინჯონ სხვადასხვა პროფესია, დაეუფლონ და განავითარონ საჭირო საბაზო უნარები.