სოფელ მანავში, სამხედრო ბაზა ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც საზაფხულო სკოლების პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში, ათასზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლებს. ამ ეტაპზე, ბანაკში ახალგაზრდების მესამე ნაკადი გადის ერთკვირიან შემეცნებით/გასართობ პროგრამას. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულეს.