სასკოლო განათლების ძირითად გამოწვევებზე მიძღვნილი კონფერენციის მეორე დღე დაეთმო დისკუსიებს იმ ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას.
დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) აშშ-ს განვითარების სააგენტოს დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მასში ყველა კატეგორიის 585 საჯარო სკოლა (საქართველოს სკოლების 28%) და 121 000 მოსწავლე იყო ჩართული. პროექტის ფარგლებში 7,944 ქართულის, მათემატიკისა და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი გადამზადდა.