„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, პირველად ზოგად განათლებაში, არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა მასშტაბურ გადამზადებას იწყებს.
სამეგრელოს რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრებმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ლევან იზორიამ და გიორგი გახარიამ სოფელ ახუთში მერაბ კოსტავას მემორიალი გახსნეს, ასევე სოფლების ახუთის, მუხურისა და კირცხის საჯარო სკოლებიც მოინახულეს და მოსახლეობას შეხვდნენ.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ესტონეთის მთავრობას, გაეროს ბავშვთა ფონდსა (იუნისეფს) და ფონდ „ინოვეს“ შორის გაფორმდა შეთანხმების მემორანდუმი სამწლიანი პარტნიორობის შესახებ საქართველოში სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეფორმის მიზნით.