საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ინიცირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი საპილოტე რეჯიმში მიმდინარეობს, სწორედ ამ სიახლეებზე სასაუბროდ და მათი დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა. ზოგადად, ანალოგიური შეხვედრების მიზანი არის სკოლის დირექტორების დახმარება, რათა მათ შეძლონ უფრო ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.
„ახალციხის ციხეზე“ მეცხრე კლასის მოსწავლეებს, „თავისუფალი გაკვეთილების” ფარგლებში, სასწავლო ექსკურსია ჩაუტარდათ თემაზე - საქართველოს ისტორია და სამცხე–ჯავახეთი. მოსწავლეებმა, რომლებიც სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ოთხი საჯარო სკოლიდან იყვნენ, ციხესთან ერთად, სამცხე–ჯავახეთის ისტორიული მუზეუმიც დაათვალიერეს. ღონისძიების შემდეგ, მოსწავლეებს შეხვდა და მათი შეფასებები მოისმინა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.