თბილისის 51-ე საჯარო სკოლა უერთდება მთავრობის ინიციატივას, რომელიც სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ითვალისწინებს და იწყებს სასკოლო ოლიმპიადას სპორტის 12 სახეობაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2017 წლის 22 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნის ფორმით დაძლევის მსურველთა რეგისტრაციას აცხადებს.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის - საქართველო“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, ყველა საჯარო სკოლის დირექტორისა და ფასილიტატორისთვის სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე ტრენინგები მიმდინარეობს.