საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და „ალექსანდრე ღურწკაიას გიმნაზიას - ჯიჯი“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, საბუნებისმეტყველო საგნებში ოლიმპიადების ჩატარების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის განკუთვნილი სემინარებისა და კონფერენციების გამართვისა და ნიჭიერი მოსწავლეების გამოვლენის მიზნით, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები შემუშავდება და განხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თბილისის 161-ე საჯარო სკოლა და კერძო სკოლები „ლოგოსი“ და „ჰამილტონი“ მოინახულა.