საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გაცნობებთ, რომ დამტკიცდა ზოგიერთი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის ასარჩევად წარსადგენი დირექტორობის კანდიდატებისა და შესაბამისი სკოლების სია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს ჰიდეკი იშიძუკას უმასპინძლა და მასთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა.