საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილე ლია გიგაურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთს ეწვია. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საბერძნეთში განათლების, კვლევის და რელიგიის საქმეთა სამინისტროსთან მოლაპარაკებების დასრულება საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ენის სწავლების ნებართვასთან დაკავშირებით.
Microsoft - საქართველოს ორგანიზებით, განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების თემაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მისი ქვეუწყებებისა და საგანმანათლებლო სფეროს სხვა წარმომადგენლებისათვის, ორდღიანი კონფერენცია გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა რეგიონებში მასწავლებლებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მინისტრმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 1000-მდე პედაგოგთან გამართა შეხვედრა ამბროლაურსა და ცაგერში. შეხვედრების დაწყებამდე მინისტრმა რეგიონის წარჩინებული მეათეკლასელები პერსონალური კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ამჯერად, თბილისის 151-ე და 128-ე საჯარო სკოლებს და კერძო სკოლა მწიგნობართუხუცესს ესტუმრა. ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.