საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით და ასოციაცია „დეას“ მხარდაჭერით პროექტის ,,უწყვეტი განათლების მთლიანობა ინკლუზიით“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
სკოლის დირექტორთა საბჭოს წევრების არჩევასთან, საქმიანობის ფორმატთან და შინაარსთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა სამუშაო ჯგუფი, მორიგ შეხვედრაზე, კლასიკურ გიმნაზიაში შეიკრიბა.
წარჩინებულ მოსწავლეთა პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოება გრძელდება. სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის ამჯერად, კახეთის რეგიონის სკოლების 300-მდე მეათეკლასელი დასაჩუქრდა. მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინიტრაციის უფროსმა თამარ ბაზერაშვილმა გადასცა. ღონისძიება ტრადიციულად ყვარელში, ილიაობას, ილიას სახლმუზეუმის ტერიტორიაზე გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი მარიამ ჯაში მშობლიურ სკოლას, პირველ კლასიკურ გიმნაზიას ესტუმრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან ერთად.