საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ქალაქ თბილისის 122-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ექსპერტს მეგი ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის (EWMI), განათლების სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და ექსპერტები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და Microsoft-მა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც საქართველოს სკოლებში სწავლა-სწავლების პრაქტიკების მხარდასაჭერად, Wi-Fi ტექნოლოგიის დანერგვის კუთხით თანამშრომლობას ეხება.