საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და სხვადასხვა კონკურსებში მონაწილე მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ „ინგლისური ენისა“ და „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა“ საზაფხულო სკოლებში, რომელსაც ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა სახელმწიფო დაფინანსებით ახორციელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი პედაგოგებთან შეხვედრის მიზნით, ამჯერად, სამცხე-ჯავახეთს ეწვია. ალექსანდრე ჯეჯელავამ პირველი შეხვედრა ახალციხეში გამართა და ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის სკოლების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის პედაგოგებს შეხვდა, ასევე გაეცნო სკოლის ინფრასტრუქტურას და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებს.