საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განათლების ხელმისაწვდომის უზრუნველსაყოფად, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა (UNICEF) და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლობით, ხორციელდება პროგრამა „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა“.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა გასული სასწავლო წლის შედეგები ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგიურ საზოგადოებასთან და სკოლების ადმინისტრაციასთან ერთად შეაჯამა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ბათუმის საჯარო სკოლების პედაგოგებს, დირექტორებსა და აჭარის რეგიონის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს საჯარო სკოლებში 10 ივნისს სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს - სამეურვეო საბჭოს არჩევნები იმართება. სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, მის წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ.