განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლის უფროსკლასელთათვის პროექტის „წიგნის მოვლის კულტურა“ პრეზენტაცია გამართეს. პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ ისაუბრეს
ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.